„უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს

ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს, – ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის იურისტ-კონსულტანტმა ლაშა სტურუამ დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე თავად გაავრცელა.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, უსახლკარო ადამიანებს, რეგისტრაციის უქონლობის გამო, არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. იურისტის განცხადებით, ეს საკითხი კონსტიტუციის უხეშ დარღვევებზე მეტყველებს და უახლოეს მომავალში უნდა აღმოიფხვრას.
„უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” სახელით უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოვამზადოთ საკონსტიტუციო სარჩელი. მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, სარჩელის განხილვის ვადები საკმაოდ ხანგრძლივია, მაგრამ ჩენ შევეცდებით, რომ სწორედ ამაზე გავაკეთოთ აქცენტი, რათა, რაც შეიძლება მალე ჩანიშნოს სასამართლომ სხდომა რაკიღა პირდპაირ უკავშირდება ეს არჩევნების თარიღს, მოგეხსენებათ, მანამდე არჩევნებია“,- განაცხადა იურისტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები