„უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი, კონსტიტუციის უხეშ დარღვევებზე საუბრობს

„უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” ხელმძღვანელმა თამარ იოვაშვილმა და ორგანიზაციის იურისტ-კონსულტანტმა ლაშა სტურუამ პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე და ასევე უსახლკარო ადამიანებთან მიმართებაში არსებულ კონსტიტუციის უხეშ დარღვევებზეც ისაუბრეს. კერძოდ, ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო უსახლკარო ადამიანებს არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება.
„ჩვენი პროექტის მსვლელობის დროს ძალიან საინტერესო პრობლემა გამოიკვეთა. ვთვლი, რომ ეს პრობლემა ყურადღებას იმსახურებს. უსახლკაროები, ვისაც არ აქვთ რეგისტრაცია, ძალიან საინტერესო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამ ხალხ აქ აქვს იმის საშუალება, რომ სახელმწიფოდან სოციალური დახმარება მიიღოს და რაც მთავარია, ამ ხალხს წაერთვა არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც. პრაქტიკულად სახეზეა ჩვენი კონსტიტუციის უხეში დარღვევა“,- განაცხადა იოვაშვილმა.
რაც შეეხება ორგანიზაციის იურისტს, ლაშა სტურუას დღევანდელ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს, ცნება – „უსახლკაროს“ ზუსტი დეფინიცია, ხოლო შემდეგ კი გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც ამ კონსტიტუციურ ხარვეზს აღმოფხვრის.
„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი და როგორც საარჩევნო კოდექსშია განსაზღვრული, ტერმინი უსახლკარო, მანამ, სანამ პროექტი კანონის სახეს არ მიიღებს, არ არსებობს. თუმცა, უსახლკარობა იმის ტოლფასია, რომ ადამიანები რეგისტრაციის გარეშე არიან დარჩენილები. 21 მარტს ჩვენ მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, იმის გასარკვევად, თუ რა საშუალება და მექანიზმი არსებობდა იმისათვის, რომ ამ კატეგორიის ადამიანების საარჩევნო უფლება არ დაირღვეულიყო. მათ განგვიმარტეს, რომ ამ ადამიანებს არ გააჩნდათ რეგისტრაცია და ისინი ვერ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის პრობლემა და ეს არის საკანონმდებლო დონზე დასარეგულირებელი. ჩემი აზრით, ასეთი ადამიანების აზრის გათვალისიწინება არჩევნებში მნიშვნელოვანი უნდა იყოს “,-განაცხადა იურისტმა.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია “უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” 2 წელია ახორციელებს პროექტს – „სახით უსახლკაროებისკენ“. პროექტის მიზანი, სახელმწიფო დონეზე უსახლკაროების დახმარების რეალური გზებისა და მექანიზმების ამოქმდებაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უკვე მოხდა 2360 უსახლკარო ადამიანის რეგისტრაცია. პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც 1 მარტს დაიწყო, რეგისტრაციის წარმოებას საქართველოს მაშტაბით გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტშიც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები