“ბარემ პუტინს წავაწერთ სახურავებს” – ბათუმის მერი ჭის თავსახურზე წარწერას ეხმაურება

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ბათუმში სანიაღვრე ჭების თავსახურების დამონტაჟებას წარწერით: „москва“ უარყოფს და აცხადებს, რომ იგი ქალაქში საბჭოთა კავშირის დროიდანაა შემორჩენილი და მისი ახლად დამონტაჟება არ მომხდარა.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას ერმაკოვმა განაცხადა, ბათუმის მერიას აზრადაც არ მოსვლია, მსგავსი ტიპის სანიაღვრე ჭების თავსახურები დაემონტაჟებინა.
„ასეთი რამ ომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა აზრად, არ ვიცი მე. საჯარო პირი ვარ და თმენის ვალდებულება მაქვს. ამიტომაც ვაცხადებ, რომ სანიაღვრე ჭის აღნიშნული სახურავები, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა, ძველია. მისი დემონტაჟი არ მომხდარა და, მით უმეტეს, ბათუმის მერია არ აპირებს მსგავსი სანიაღვრე ჭის სახურავების მონტაჟს. ეს შემორჩენილია ქალაქის ერთ-ერთ უბანში. როგორ შეიძლება ასეთი რამ ითქვას, რომ ბათუმის მერია ამას აპირებს, ბარემ პუტინს წავაწერთ სახურავებს“, – განაცხადა ერმაკოვმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ბათუმის ერთ-ერთ უბანში დამონტაჟებული სანიაღვრე ჭის სახურავის ფოტო გავრცელდა, რომელსაც დატანილი აქვს წარწერა: „москва“. აღნიშნულმა ფოტომ სოციალურ ქსელში მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბათუმის მერიამ, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: „სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც გამოსახულია ევროპის მოედნის მიმდებარედ დამონტაჟებული ლუქი წარწერით: ,,москва“. მითითებულ ადგილას არაა განთავსებული არც სანიღვრე და არც საკანალიზაციო ჭა. აღნიშნული ლუქი ათწლეულებია, რაც ამ ადგილასაა განთავსებული. გავრცელებული ინფორმაცია კი, თითქოს მერიამ მსგავსი ლუქების მონტაჟი დაიწყო, სინამდვილეს არ შეესაბამება.
moskva

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები