დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის უმსხვილესი საფინანსო კორპორაციის ICBC-ისა და ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის China Tianchen Engineering Corporation–ის წარმომადგენლები მიიღო.
შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და საპარტიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა დაესწრნენ.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს სამომავლო თანამშრომლობაზე უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან. კერძოდ, აღინიშნა, რომ გაფორმდება მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ICBC-ს შორის, რომელშიც დეტალურად განისაზღვრება პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და საბანკო სექტორების კუთხით.
შეხვედრაზე ჩინური კორპორაციების მხრიდან გამოითქვა გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგურისა და გაზსაცავის პროექტებში მონაწილეობის ინტერესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები