შსს-მ აქციების დროს დაკავებული პირები ხელწერილით გაათავისუფლა

  პუშკინის სკვერში გამართული აქციების დროს დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს,- ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა სასამართლო ხვალ გაიმართება. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით სულ სამი პირი დააკავეს. მათ ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ. რუსეთის მხარდამჭერ აქციაზე დღეს, რომელსაც პუშკინის სკვერში არასამთავრობო ორგანიზაცია “დედამიწა ჩვენი სახლია” მართავდა, კონტრაქციის მონაწილეები მივიდნენ, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები