Sabah: თურქეთ-საქართველოს საზღვარზე სომხები თურქულ სატვირთო ავტომობილებს თავს დაესხნენ

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე სომეხი ეროვნების პირები თურქულ სატვირთო ავტომობილებს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ თურქული გამოცემა Sabah იტყობინება.
მათი ინფორმაციით, სომეხი ეროვნების პირთა ჯგუფმა თურქ მძღოლებს ქვები დაუშინა.
ამის შედეგად გზაზე, რომელიც თურქეთის საზღვართან მიდის, ოთხკილომეტრიანი საცობი შეიქმნა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას. სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ და გამოკითხვის ოქმი შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები