რუსული მედია – ყოფილ სსრკ-ში საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

Numbeo-ს რეიტინგის მიხედვით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველო დასახელდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „როსბალტი“ წერს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, საქართველო კავკასიის რეგიონში და მასთან მოსაზღრე ქვეყნებს შორისაც ყველაზე უსაფრთხოა.
მსოფლიო უსაფრთხო ქვეყნებს შორის კი საქართველომ მე-6 პოზიცია დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, სომხეთი 25-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 31-ზე, თურქეთი – 47-ზე და რუსეთი – 68-ზე. მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებში ლიდერობენ: სამხრეთ კორეა, სინგაპური, იაპონია, ჰონგ-კონგი და ტაივანი, ყველაზე სახიფათო ქვეყნებად კი ითვლებიან: ვენესუელა, სამხრეთ სუდანი, პაპუა ახალი გვინეა და ჰონდურასი. Numbeo – მსოფლიოში უდიდესი მონაცემთა ბაზის საიტია. მისი კვლევები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები