გია ჟორჟოლიანი: გადაწყვეტილება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მიღებულია

არა მგონია, რომ ჩვენი მთავრობა მატყუარა იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა. უმრავლესობის წევრი იმედოვნებს, რომ კონსენსუსი იქნება მიღწეული და ნორმალური ვადა იქნება არჩევნების სუბიექტებისთვის.
„არა მგონია, რომ ჩვენი მთავრობა მატყუარა იყოს, თუ რაიმე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ეს უნდა აღმოიფხვრას, თორემ ის, რომ ვინმემ ვიღაცა სპეციალურად მოატყუა, არა მჯერა. გადაწყვეტილება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მიღებულია. ვფიქრობ, ეს არ შეიცვლება. რაც შეეხება იმ ვითარებას, რომ კომფორტული გარემო შეიქმნას, ერთი მხრივ, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის, მეორე მხრივ, მოქალაქეებისთვის, რათა მათ არ დაერღვეთ ცხოვრების ნორმალური რიტმი და 6 თვის განმავლობაში, მათ შორის მედია, არ იყოს რეგულაციების პირობებში, ასე ეს ქვეყანა ვერ იცხოვრებს. იმედი მაქვს, კონსენსუსი იქნება მიღწეული და ნორმალური ვადა იქნება არჩევნების სუბიექტებისთვის“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები