„თუ პარტიებს არ აქვთ შემუშავებული პრობლემების გადაწყვეტის გზები, ვერანაირი საარჩევნო თარიღი მათ ვერ უშველით“

თბილისის საკრებულოს წევრმა, „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც არჩევნების თარიღთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ თუ პოლიტიკური პარტიები მზარ არიან არჩევნებისთვის, მათთვის არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმ ფაქტს, როდის გაცხადდება კონკრეტულად წინასაარჩევნო პერიოდი.
„თუ პარტიები სრულფასოვანნი არიან და მათ შეუძლიათ არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობის მიღება, მაშინ თარიღს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.მოქალაქეებთან და ამომრჩეველთან გასვლა, მათთან საუბარი და მათი პრობლემების მოსმენა და შემდეგ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობა თარიღებთან დაკავშირებული არ არის. ეს დაკავშირებულია იმ პოტენციალთან, ცოდნასთან, რომელიც ამ პარტიებმა უნდა წარმოადგინონ. ხოლო თუ არ აქვთ გადაჭრის გზები შემუშავებული, იგივე საარჩევნო პლატფორმა და ხედვა, მაშინ ვერანაირი თარიღი ამ სიტუაციას ვერ უშველის. შესაბამისად ეს ჩემთვის არ არის მთავარი და ის ძირითადი პრობლემა, რაც დღეს დგას“,-განაცხადა ნაცვლშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები