ენგურის ხიდი დროებით იკეტება
ენგურის ხიდი დროებით იკეტება. აღნიშნულის შესახებ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობაში განაცხადეს.
არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მდებარე ხიდზე გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.
ამ ხიდით მოქალაქეები აფხაზეთში გადადიან.