პრემიერი 21 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე 21 აპრილს სიტყვით გამოვა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია კი დღეს გაიხსნება. არსებული ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, საუბარი შეეხება ”ისლამურ სახელმწიფოსთან” და ზოგადად, ტერორიზმთან ბრძოლას, ასევე მიგრანტთა კრიზისს. დღეს გახდება ცნობილი, იმსჯელებენ თუ არა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის და ნადეჟდა სავჩენკოს საკითხზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები