272-მდე გაიზარდა ეკვადორში შაბათს ღამით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. 1500-მდე ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის მაგნიტუდამ 7,8 შეადგინა. ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ხელისუფლება ეჭვობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, ვინაიდან ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილები. სამაშველო ოპერაციაში 3,5 ათასი პოლიციელი და 10 ათასი სამხედრო მონაწილეობს. ეს მიწისძვრა ყველაზე ძლიერი იყო ეკვადორში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.