დავით უსუფაშვილი: ჩვენ ვიზრუნებთ იმისთვის, რომ მეტმა ქართველმა, დაინახოს „რესპუბლიკური პარტიის“ საჭიროება

„ჩვენ ვიზრუნებთ იმისთვის, რომ მეტმა ქართველმა, საქართველოს მეტმა მოქალაქემ დაინახოს „რესპუბლიკური პარტიის“ საჭიროება საქართველოს პარლამენტში და საქართველოს მთავრობაში, – ამის შესახებ ”რესპუბლიკელთა” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარტიული კონფერენციის „დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის“ დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკურ პარტიას“ ამომრჩეველი დამოუკიდებლად იხილავს. ჩვენი კანდიდატები წარდგენილი იქნებიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. რა თქმა უნდა, როგორც ყველა პარტია, ჩვენც ვიზრუნებთ იმისთვის, რომ მეტმა ქართველმა, საქართველოს მეტმა მოქალაქემ დაინახოს „რესპუბლიკური პარტიის“ საჭიროება საქართველოს პარლამენტში და მთავრობაში. ამისთვის „რესპუბლიკური პარტია“ ყველაფერს გააკეთებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, საარჩევნო სიასთან და კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ნაადრევია.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, „რესპუბლიკურ პარტიას“ გააჩნია ძალიან კარგად ჩამოყალიბებული პარტიული ინფრასტრუქტურა და რაიონული ორგანიზაციები.
„ახლა არის ის დრო, როცა ამ ორგანიზაციების საარჩევნო რელსებზე გადაწყობა უნდა მოხდეს და კანდიდატურებიც ნელ-ნელა გამოვლინდებიან“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები