დავით უსუფაშვილი: სანამ ჩავთვლით, რომ საჭიროა ქვეყნის მართვაში მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ

სანამ ჩავთვლით, რომ საჭიროა ქვეყნის მართვაში მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „რესპულიკელი“ მინისტრების გადადგომასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. უსუფაშვილის განმარტებით, „რესპუბლიკელი“ მინისტრების გადადგომის არანაირი კონკრეტული თარიღი არ არსებობს.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიისთვის პრიორიტეტული სწორედ საარჩევნო საკითხები გახდება.
„რესპუბლიკელები” ვართ პასუხისმგებელი საქართველოს მოსახლეობასთან. მომავალ არჩევნებზე მივდივართ იმისთვის, რომ მოქალაქეებისგან რაც შეიძლება მეტი ნდობა მივიღოთ და მეტი წონა და გავლენა გვქონდეს პარლამენტშიც და მთავრობაშიც.
დღევანდელი მონაცემებით, სანამ ჩავთვლით, რომ საჭიროა ქვეყნის მართვაში მივიღოთ მონაწილეობა, ამას გავაგრძელებთ. ამასთანავე, საარჩევნო პრიორიტეტები ნელ-ნელა უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი გახდება, ისევე, როგორც სხვა პარტიებისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები