ლადო პაპავა: პრემიერი უნივერსიტეტში საკუთარი ინიციატივით მოვიდა

პრემიერი თავისი ინიციატივით მოვიდა, მეც არ ვიყავი საქმის კურსში, – ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“სტუდენტებთანაც ჰქონდა ერთი ერთზე შეხვედრა, შემდეგ ჩვენ დავილაპარაკეთ. მისი ხედვაა, რომ განათლების რეფორმაში ძირეული ცვლილებები გატარდეს. ცალკეულ კონკრეტულ თემებზე არ გვისაუბრია. მისი განწყობა და მზაობაა, რომ განათლების სისტემაში სერიოზული რეფორმები მოხდეს. მან ეს ჩენთან საუბარშიც დააფიქსირა”, – აღნიშნა ლადო პაპავამ.
გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით სტუდენტებმა 16 აპრილს აქცია გამართეს. დღეს პრემიერი თსუ-ში მოულოდნელად მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები