გიორგი კვირიკაშვილი: შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით არ უნდა არსებობდეს

შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრემიერის შეფასებით, სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის გულით ნაკარნახევი.
“შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს. კონკრეტულ ფორმებზე, თუ რა სახით იქნება ეს, კიდევ ერთხელ შევთანხმდებით. შევთანხმდით, რომ შეიქმნება მათი მხრიდან სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ და პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში“,-აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, შეხვედრა შემდეგი კვირის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც სამუშაო ატმოსფეროში იქნება საუბარი დაფინანსების პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე, სტრუქტურაზე და ა.შ “ასევე გვექნება საუბარი უნივერსიტეტებში მმართველობის ორგანოების სტრუქტურაზე.
ყველა მტკივნეულ საკითხზე აუცილებლად ერთად მოვილაპარაკებთ. ზოგი რაღაც შეიძლება მათ გაიგონონ ჩვენი, ზოგს ჩვენ მოვისმენთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები