„რესპუბლიკური პარტია“ კონფერენციას „დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის“ მართავს

ამ წუთებში მიმდინარეობს რესპუბლიკური პარტიის კონფერენცია “დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის”
ღონისძიების პირველ ნაწილში მონაწილეები მსჯელობენ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე, ხოლო მეორე ნაწილი – “რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგი – საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ”, დახურულ ფორმატში გაიმართება.
“გვინდა ჩვენს საზოგადოებას შევთავაზოთ ევროპული საქართველოსკენ სავალი გზები, ჩვენ გვინდა საზოგადოებას დავანახოთ ისეთი საქართველო, რომელსაც ვხედავდით მაშინ, როცა „რესპუბლიკური პარტია“ შეიქმნა, ჩვენ ვხედავთ ევროპულ საქართველოს, თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს, განათლებული და თანამედროვე ახალგაზრდების საქართველოს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
კონფერენცია „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები