პაატა ზაქარეიშვილი : განხორციელდა უკანონოდ ხელმოწერილი უკანონო ხელშეკრულების უკანონო რატიფიკაცია

რაც მოხდა, არის ოკუპაციის გაგრძელების ნაწილი – ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის დუმის მიერ მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების რაფიტიცირებას.
მისი თქმით, განხორციელდა უკანონოდ ხელმოწერილი უკანონო ხელშეკრულების უკანონო რატიფიკაცია.
„ამ დოკუმენტზე საუბრისთვის დროის ხარჯვა არ მიმაჩნია სწორად, რადგან დიდი ხნის წინ გვქონდა უკვე საუბარი, თუ რამდენად უკანონოა ეს ყველაფერი. ეს მსოფლიოს მიერ დაგმობილია და არარად არის ცნობილი. რაც მოხდა, არის ოკუპაციის გაგრძელების ნაწილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები