ბათუმში ტაქსის მძღოლმა10 წლის გოგონა გააუპატიურა

ბათუმში ტაქსის მძღოლმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ტაქსის მძღოლი მოზარდთან სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებული 140-ე და 141-ე მუხლებით არის დაკავებული. 140-ე მუხლი 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს, 141-ე კი – გარყვნილ ქმედებას.
არსებული ინფორმაციით,10 წლის გოგონა ტაქსის მღოლმა ტაქსში მოტყუებით, გაკვეთილების მომზადებაში დახმარების მიზნით ჩაისვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები