“თუ პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გამოეხმაუროს სტუდენტებს, ფორმას თავად შეარჩევს”
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ვლადიმერ პაპავა შეხვდა. პაპავა სტუდენტების მოთხოვნებს გაეცნო. მისი თქმით, განათლების სფერო მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რომ კორპუსი დაიკეტა და სასწავლო პროცესი არ ტარდება, სხვა სტუდენტებს ეშლებათ ხელი. ამასთან, მისივე თქმით, თუ პრემიერ-მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გამოეხმაუროს სტუდენტებს, ფორმას თავად შეარჩევს.
„სტუდენტები ჩვენი მოქალაქეები არიან და მათ აქვთ უფლება, პოზიცია გამოხატონ. განათლების სფერო მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რომ კორპუსი დაიკეტა და სასწავლო პროცესი არ ტარდება, სხვა სტუდენტებს ეშლებათ ხელი. მე ეს როგორც რექტორს, როგორც პროფესორს არ მომწონს. ამიტომ ახლა შემხვედრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი იმ ადამიანების მიერ, ვისაც ეს ეხება. მე შევეცდები, მთავრობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჰქონდეთ შესაბამისი რეაქცია. თუ პრემიერ-მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გამოეხმაუროს სტუდენტებს, ფორმას თავად შეარჩევს. ერთ-ერთი ფორმაა განცხადების გაკეთება, აგრეთვე სტუდენტებთან მოსვლა, მაგრამ ვფიქრობ, მას ეს გასაკეთებელი აქვს“,- განაცხადა ვლდიმერ პაპავამ.