თსუ-ს ერთ-ერთმა ლექტორმა ლექცია გარეთ ჩაატარა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ლექტორმა სტუდენტებს ლექცია გარეთ ჩაუტარა.
როგორც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ განაცხადა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სტუდენტები დაინტერესებულნი არიან განათლებით.
”მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვინც უნდა აირჩიოს რექტორი, ძალიან დაკვირვებით, ყველა კომპონენტის გათვალისწინებით გადადგან ეს ნაბიჯი”, – განაცხადა ნინო ჭალაგანიძემ.