გიორგი კვირიკაშვილი: არანაირი სურვილი არ მაქვს, ”რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს

პირდაპირ გეუბნებით, არანაირი სურვილი არ მაქვს, ”რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
”არ ვფიქრობ, რომ დღეს ვიმყოფებით იმ სიტუაციაში, როცა ”რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა ვინმეს მიერ კონტროლდებოდეს. დღეს თქვენ გაქვთ საშუალება თავისუფლად გახვიდეთ ეთერში და არმგონია თქვენზე ვინმე ზეწოლას ახორციელებდეს. პირდაპირ გეუბნებით, არანაირი სურვილი არ მაქვს, ”რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს რამენაირად, მითუმეტეს არჩევნებამდე, რადგან ვინმეს არ ჰქონდეს სალაპარაკო, რომ ჩვენ რამის შეგვეშინდა. არ გვიშია ნამდვილად”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, პრემიერის განცხადებით, კომპანიის სარედაქციო პოლიტიკა ტენდენციურია, რასაც მოქალაქეებიც ხედავენ.
”იმ პერიოდში (საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს) არაერთი შეხვედრა მქონდა, რომელზეც არაერთ ევროპელ მაღალი რანგის ჩინოვნიკს ვთხოვე გამოეგზავნათ საქართველოში სპეციალური ჯგუფი, რომელიც ”რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა. მე ნამდვილად ვერ დავაკვალიფიცირებდი ამ შემთხვევას, რომ ეს იყო შეტევა მედიასაშუალებაზე. საქართველოში მედიასაშუალებაზე შეტევის მაგალითები და გაცილებით მძიმე, ჩვენ წარსულში გვინახავს და არ მგონია, თქვენ თვითონ გულში, გულწრფელად გჯეროდეთ, რომ სახელმწიფოსგან ეს იყო მედიის ხელში ჩაგდების მცდელობა. შესაძლოა, სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის კუთხით იყო გარკვეული ხარვეზი, მაგრამ მე პირადად ჯერ კიდევ იმ პერიოდში გავაკეთე განცხადება, რომ შექმნილიყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან შემდგარი გარკვეული საბჭო, რომელიც უზრუნველყოფდა ”რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას და არა ობიექტურობას – მე ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი სარედაქციო პოლიტიკა, სამწუხაროდ, არის ტენდენციური და ვფიქრობ, რომ ამას ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ”, – განაცხადა პრემიერმა ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები