გიორგი კვირიკაშვილი: დღეს ჩვენი განათლების სისტემა პირდაპირ აწარმოებს უმუშევარ ადამიანებს

დღეს ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა პირდაპირ აწარმოებს უმუშევარ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალსიტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფომ საკუთარი რესურსი იმ მიმართულებებზე უნდა დახარჯოს, რომელიც მას სჭირდება.
„სახელმწიფო არ უნდა ხარჯავდეს რესურსს იმაში, რომ ჩვენ ვაწარმოოთ უმუშევარი ადამიანები. როდესაც კერძო სექტორს უწევს, საკუთარი რესურსის დახარჯვა იმაში, რომ გააგზავნოს ახალგაზრდა ადამიანები გერმანიაში ან აღმოსავლეთ ევროპაში, რათა საკუთარი ფინანსური რესურსი დახარჯოს მოთხოვნად სპეციალობებზე და კვალიფიკაციები შესძინონ საკუთარ თანამშრომლებს. ვფიქრობ, აქ არის გარკვეული ნაპრალი, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. დღეს ჩვენ ვაწარმოებთ 5-ჯერ მეტ დიპლომატს, ვიდრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომავალი წლის ვაკანსიები სჭირდება. ეს ადამიანები შემდეგ აღმოჩნდებიან კომპანიის საგარეო ვაჭრობის სფეროში, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება მათ მიერ მიღებულ განათლებას“, – აცხადებს კვირიკაშვილი.
პრემიერის თქმით, ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელს პოზიციების შეცვლა მოუწევს. მისი თქმით, ინსტიტუტების ადმინისტრაციას მოუწევთ სხვა ტიპის პროფესორების მოწვევა, რათა მომავალში უფრო მეტი პროფესიონალი გაზარდოს.
„შეუძლებელია, ეს ყველაფერი დავაბალანსოთ, მაგრამ უფრო მეტ მოთხოვნებზე უნდა გამახვიდლეს ყურადღება იმიტომ, რომ ეს ადამიანები შემდგომ რჩებიან უმუშევრები და ჩნდება უიმედობა, ეს არის საზოგადოების ტრაგედია. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და რადიკალური ცვლილებები გვჭირდება აქ. ზოგიერთ ინსტიტუტს პოზიციის შეცვლა მოუწევს ანუ გადაკვალიფიცირება ან სხვადასხვა პროფესიების განვითარება. საჭიროა, სხვა ტიპის პროფესორების მოწვევა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები