გიორგი კვირიკაშვილი: დაპირებების 100 პროცენტით შესრულება ბუნებაში არ ხდება

„დაპირებების 100 პროცენტით შესრულება ბუნებაში არ ხდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოციალური უზრუნველყოფის სისტემა მომავალში გახდება უფრო ფოკუსირებული იმ ფენებზე, რომლებსაც ეს უფრო მეტად სჭირდებათ.

„რაც შეეხება ტარიფების განულებას, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, რა თქმა უნდა, მომავალში გახდება უფრო ფოკუსირებული იმ ფენებზე, რომლებსაც ეს უფრო მეტად სჭირდებათ.

რაც შეეხება დევნილებისთვის სოციალური უზრუნველყოფის დონეს და დაფარვას, სწორედ ამიტომ, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვანი რეფორმა არის გასატარებელი და ეს იქნება ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რა თქმა უნდა, იმისი, რომ ჩვენ უფრო მეტი პრიორიტეტი გვექნება მოსახლეობის იმ ფენებზე, რომლებსაც უფრო მაღალი საჭიროება გააჩნიათ“,-აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები