გიორგი კვირიკაშვილი: არჩევნების თარიღი ალბათ, აღარ შეიცვლება

არჩევნების თარიღი – 8 ოქტომბერი აღარ შეიცვლება იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან და ეს თარიღი განსაზღვრულია როგორც საპარლამენტო არჩევნების თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა  აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა გარკვეული უზუსტობა, იურიდიულ დეტალებთან დაკავშირებით, ამიტომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება პრეზიდენტის მხრიდან გამოიგზავნა.
“მე 2 დღის წინ გავაკეთე განცხადება და აღვნიშნე, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა გარკვეული უზუსტობა, იურიდიულ დეტალებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის.
მგონი ხედავთ, რომ ინსტიტუციებს შორის გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა, რომელიც შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოს პრინციპებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები