მთავრობის მეთაური მედიის წარმომადგენლებს ხვდება – “ვეცდები გულწრფელად ვისაუბრო”

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვების დასმამდე მთავრობის 3 წლიანი მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე კვირიკაშვილმა აღნიშნა, იგი მზად არის, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა კითხვებს გულწრფელად უპასუხოს.
„ვეცდები, რომ გულწრფელად ვისაუბრო იმ თემებზე, რაც თქვენ გაინტერესებთ. არ იქნება სწორი მხოლოდ სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ.
ჩვენს უკან არის სამი წელი განვლილი სამუშაოსი, რომელიც არ იყო მარტივი. ეს იყო საკმაოდ რთულ პირობებში მუშაობა. ჩვენ მოგვიხდა ძალიან ფუნდამენტური საკითხების გადაჭრა, რომელიც ეხებოდა ისეთ ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა, შიდა და გარე უსაფრთხოების საკითხები და ა.შ. ჩვენ ამ პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები გავწიეთ, მათ შორის ჩემს წინა პოზიციებზე ყოფნის დროს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები