აშშ-ის საელჩო იან კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე რეაგირების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ელჩ იან კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე რეაგირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო – ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას.
“საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული პირის წინააღმდეგ მუქარის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამიტომ აშშ-ის საელჩოს დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია“, -აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ,რომ თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს, ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სულხან წულაძემ ინერნეტფორუმზე ”სახუმარო თემა” შექმნა და დაწერა, რომ გეგმავდა აშშ-ის ელჩის და საელჩოს წინააღმდეგ ტერაქტს, რის შემდეგაც, 12 აპრილს სამართალდამცველებმა დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები