სააკაშვილთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა

  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. როგორც “კვირას“ უწყებიდან აცნობეს, ბრიფინგი 18:00 საათზე დაიწყება. მთავარი პროკურატურა, სავარაუდოდ, იმ პროცედურებს განმარტავს, რომელსაც კანონმდებლობა მოწმის დაკითხვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს. მიხეილ სააკაშვილი უწყებაში დღეს, 13:00 საათისთვის იყო დაბარებული, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოსულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები