სამართალდამცველებმა მელორ ვაჩნაძე დააკავეს

   მთავარ პროკურატურასთან სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, უფლებადამცველი მელორ ვაჩნაძე დააკავეს. როგორც ვაჩნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მზადაა, უწყებასთან განვითარებული მოვლენების გამო პასუხი აგოს. ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურასთან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს კვერცხები და სხვადასხვა სახის საგნები დაუშინეს. ამ დროისთვის მთავარ პროკურატურასთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგები აღარ იმყოფებიან. ორივე აქცია დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები