დავით ზურაბიშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ გაუგებრობაზე ჯაბა იოსელიანს იხსენებს
თბილისის საკრებულოს წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციზე, არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა, არასერიოზულია. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ზურაბიშვილმა ჯაბა იოსელიანიც გაიხსენა და იხუმრა.
„არჩევნების თარიღი არა მგონია, შეიცვალოს, აქ უფრო საუბარია იმაზე, თუ როდის შევიდეს რეგულაციები ძალაში აქტის გამოცემის შემდეგ. ეს დაახლოებით იცით, რას ჰგავს, ადრე ჯაბა იოსელიანს უყვარდა ხოლმე შედარების მოყვანა. შეიძლება არც გახსოვდეთ – აი ადამიანი, რომ ამბობდა, იხვიო, რომ ეტყვი და არა კვატიო, რომ გეუბნება, – დაახლოებით ეს ვარიანტია, როდესაც ვამბობთ – ივნისი? არა, – მაისი. არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.