ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ესენი არიან შოთა ბულია და ირაკლი ჯაპავა. ორივე ზუგდიდის მკვიდრია.
საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშულებენ. გარდა ამისა, დე ფაქტო „უშიშროების სამსახური“ იუწყება, რომ ქართველები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დანაშულების ჩადენას აპირებდნენ.
სოხუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულ ქართველებს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, ამჟამად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.