მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს
მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისთვის ერთი პირი დააკავეს.
პროკურატურასთან ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.სამართალდამცველები დაპირისპირებულ მხარეებს კორიდორით ყოფენ. პროკურატურასთან მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე გამოცხადებას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის გამართვას ეწინააღმდეგებიან. რამდენიმე არასამთავრობო აქციას – “მე დღეს მიშა ვარ, მეც დამკითხეთ“ – მართავს.
მიხეილ სააკაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში 13:00 სთ-ზე უნდა გამოცხადდეს, თუმცა, ცნობილია, რომ ექსპრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში არ მივა.