შსს-მ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1952 წელს დაბადებული გიორგი ტ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ზედა კვირიკეში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკისას ამოიღეს: „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის 2 ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით, „გეკოს“ ტიპის 2 მცილეკალიბრიანი შაშხანა, მაშხალის გასასროლი 1 პისტოლეტი. ასევე ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის 155 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.