შს მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა.
 
შეხვედრაზე საფრანგეთში გიორგი მღებრიშვილის სამუშაო ვიზიტის შედეგებზე ისაუბრეს.
 
როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში საქართველო-საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა, მათ შორის, ორმხრივი კონტაქტების, პოლიციის ატაშეებისა და ინტერპოლის მეშვეობით. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საფრანგეთში ვიზიტის დროს ფრანგ კოლეგას მან უწყებაში მიმდინარე რეფორმების და სიახლეების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
 
გიორგი მღებრიშვილმა და პასკალ მენიემ საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებულ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას.
 
საფრანგეთის ელჩმა საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი.
 
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალ კვირას საფრანგეთში ქართული დელეგაცია გაემგზავრება. დელეგაციის წევრები ფრანგ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები