ხმაური პარლამენტში – გიორგი ვაშაძე და მანანა კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
ხმაური პარლამენტის სხდომათა დარბაზში. სესიაზე სიტყვიერი დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას მოჰყვა. გიორგი ვაშაძე სესიაზე განცხადებებისთვის ნახევარი საათით დროის გაზრდას ითხოვდა. მისი თქმით, უკვე ერთ თვეზე მეტია მათ პოლიტიკური განცხადების გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონიათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ თავდაპირველად უარი განაცხადა, რასაც საპარლამენტო უმცირესობის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა.
სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები განცხადებებისთვის დამატებით დროს ისევ ითხოვდნენ და პარლამენტის ვიცე-სპიკერს სხდომის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ. კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ ოპოზიციას განცხადებებისთვის კიდევ ნახევარი საათი დაუმატეს.