პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები აირჩია
პარლამენტმა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები აირჩია. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატს ირინა ფუტკარაძეს კენჭისყრის დროს 104-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. ამასთანავე, დეპუტატების 104 ხმა – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ირაკლი პაპავამ მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთა ერთი მეოთხედის სახელით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში წარდენილ სულხან სალაძეს 104, ხოლო გიორგი ნიჟარაძის კანიდიდატურას 108 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.