შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლალე პალასის“ დროებითი მფლობელი, 1968 წელს დაბადებული რამინ ხ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ ქალბატონებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ოთახებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად უთმობდა. სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაჰკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).