დავით ნარმანიასა და „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა
თსუ-ს მაღლივ კორპუსში დავით ნარმანიასა და „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, დედაქალაქის მერი „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების გავლას დაჰპირდა.
„სტუდენტების პოზიციაა, შეჩერდეს მშენებლობა და აღნიშნული ტერიტორია განვითარდეს, როგორც საუნივერსიტეტო სივრცე. შევთანხმდით, რომ გავივლით კონსულტაციებს შესაბამის სამინისტროსთან, უწყებებთან, რომელთა პროექტიც არის, შემდეგ შევხვდებით და გავივლით ამ საკითხს. მათი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ არ დაინგრეს და არ განადგურდეს ეს ტერიტორია. ამიტომ, კონსულტაციები ვიდრე იქნება, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში შეჩერდეს პროცესი, ვიდრე საკითხში თავიდან ბოლომდე არ გავერკვევით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.