მედვედევმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ყირიმს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ყირიმს შორის შეთანხმებას სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სამეცნიერო სფეროებში. ამის შესახებ რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ცნობისთვის, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. ამჟამად რუსეთის ფედერაცია ამ რეგიონს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ხოლო უკრაინა რუსეთის ფედერაციაში ყირიმის შესვლას არ აღიარებს. რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შეყვანას არც დასავლეთის ქვეყნები აღიარებენ. ყირიმის ანექსიის გამო საერთაშორისო თანამეგობრობამ მოსკოვს სანქციები დაუწესა, რომლებიც დღემდე გრძელდება.