ვახტანგ გომელაურს პარლამენტი არც მიმდინარე კვირას მოუსმენს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს სურს, თავად წარდგეს დეპუტატების წინაშე წლიური მოხსენებით – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
“მას აქვს სურვილი, თავად წარდგეს პარლამენტის წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ მან ეს შეძლოს. როგორც ვიცი, მივლინებები აქვს და პარასკევის სხდომაზე ეს არ მოხერხდება. ამიტომ ჩვენი მიზანია, მოვუსმინოთ მას და არა სხვას”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
დეპუტატებს პარლამენტს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისთვის გასულ სასესიო კვირას უნდა მოესმინა, თუმცა ვახტანგ გომელაურის მოსმენა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.