მთავარ პროკურატურას გაეროს დელეგაცია ეწვია

საქართველოს მთავარ პროკურატურას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაეროს დელეგაცია ეწვია. მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ბავშვებით ვაჭრობისა და ბავშვთა პორნოგრაფია-პროსტიტუციის საკითხებში, ქალბატონ მოდ დე ბურ-ბუკიკიოს შეხვდა.
მხარეებმა არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ისაუბრეს. კერძოდ, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არასრულწლოვნებით ვაჭრობის, პორნოგრაფიის და ბავშვთა უკანონო გაშვილების ფაქტებზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს მთავარი პროკურატურის მიდგომებს და ხედვებს მითითებული დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის უზრუნველსაყოფად. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: გაეროს ადამიანის უფლებათა ოფიცერი ნეკანე ლავინი, მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ დგებუაძე და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი მაია კვირიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები