კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ წერილობით გააფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ურთიერთდამოკიდებული კომპანიები – შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.
როგორც “კვირას“ კომისიიდან აცნობეს, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“, რომელიც შპს TECHNOMAX LLP-თან ერთად მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს, არღვევენ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებს.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ზემოთხსენებული კომპანიები შემდეგ სამაუწყებლო არხებს გადასცემენ შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე: “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”, “Авто+”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино“, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, „Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”.
”თავად შპს „TECHNOMAX LLP“ კომისიამ არაერთხელ დააჯარიმა. თავდაპირველად კომპანიას შესაბამისი ლიცენზიისა და ავტორიზაციის გარეშე ელექტრონულ-საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის გამო საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1441 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა.
მოგვიანებით კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე გაიარა ავტორიზაცია, თუმცა კომპანიას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო საქნცია კიდევ ორჯერ დაეკისრა, რადგან შპს TECHNOMAX LLP-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის საავტორო და მომიჯნავე უფლებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი.
აღნიშნული კომპანიის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით კომისიაში მოქმედი ოპერატორების, შესაბამისი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების პირველადი უფლების მფლობელი კომპანიების და უცხოური არხების დილერი კომპანიების განცხადებებიც არის წარმოდგენილი (სს“სილქნეტი“, შპს „კავკასუს ონლაინი“, „საქართველოს საკაბელო ქსელების კავშირი“, ასევე “EuroNews”, “National Geographic”, “Fox” და „Discavery“ და სხვა).
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „ახტელთან“ აფილირებული პირი შპს „CGC“-იც შეამოწმა, საკითხის განხილვა კომისიის უახლოეს სხდომაზე გაიმართება”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.