„ჟვანიას საქმეზე არავითარი ნდობის ჯგუფი არ შეიქმნება“

   საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით არავითარი ნდობის ჯგუფი არ შეიქმნება. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“არ ვიცი, ეს ცინიზმის როგორი გამოხატულებაა. როგორც შეიძლება იმ ადამიანებს ნდობის ჯგუფი შეუქმნა, რომლებიც 9 წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში, მათ ხელში იყო გამოძიება, მათ ხელში იყო ყველაფერი, თუ მათ გამოძიება უნდოდათ, გამოეძიებინათ. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ცხვრის ფარას მწყემსად მგელი დაუყენო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ არავითარი ნდობის ჯგუფი არ შეიქმნება და მითუმეტეს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მონაწილეობით. “ნაციონალურმა მოძრაობამ” გუშინ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ნდობის ჯგუფის შექმნა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები