NDI: ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 66 პროცენტი მიიღებდა მონაწილეობას

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას? „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI)-ს მიერ კვლევის ფარგლებში დასმულ აღნიშნულ შეკითხვას დადებითად გამოკითხულთა 66 პროცენტმა უპასუხა. სოციოლოგიური კვლევის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა გამოკითხულთა 14 პროცენტი.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები