დავით ნარმანია მოსახლეობას მიმართავს: ნუ აჰყვებით დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციებს

მინდა მივმართო მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებს – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კამპანიები ხორციელდება კონკრეტული პირების პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამასთან, როგორც ნარმანია აცხადებს, გარკვეული ჯგუფები პოპულისტურად ცდილობენ თბილისის მთავრობის წინააღმდეგ პროვოკაციული თემების წამოწევას.
„მინდა მივმართო მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებს და ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურად მართულ პროცესებში, რადგან ეს ყველაფერი არ კეთდება მათი კეთილდღეობისთვის, არც მათი საცხოვრებელი თუ საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად, არამედ, აღნიშნული კამპანიები ხორციელდება კონკრეტული პირების პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რასაც ხელი არ უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები