NDI კვლევის პოლიტიკურ ნაწილს დღეს წარადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს დღეს წარუდგენენ. როგორც “კვირას“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან აცნობეს, კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ გაიმართება. კვლევის ავტორების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3,900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები