საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად ირინა ფუტკარაძე წარადგინეს

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ირინა ფუტკარაძე წარუდგინა, – ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატიდან იუწყებიან.
“ირინა ფუტკარაძემ გასაუბრების დროს წარმოადგინა საინტერესო, რეალისტური და შედეგებზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმა და კომისიის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ირინა ფუტკარაძე წლების განმავლობაში ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ და ადამიანის უფლება დაცვით საქმიანობას”,- განმარტავენ ომბუდსმენის აპარატში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები