რომან დუმბაძის ძმა – მთლიანად ვენდობი გამოძიებას

„თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი ძმის მკვლელობა საქართველოდან შეუკვეთეს“, – ასე ეხმაურება „კვირასთან“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმის გახსნას მოკლული რომან დუმბაძის ძმა, ბეჟან დუმბაძე.

როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, გენერალი დუმბაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მოკლეს და, შესაბამისად, მკვლელობის შეკვეთაც მაშინ დაიგეგმა.

news_13970“ვენდობი გამოძიებას, რადგან ის მივიდა მეგის ქარდავამდე, ალბათ, აქვთ ამის მტკიცებულება. მე თავის დროზეც ვამბობდი, რომ ჩემი ძმის მკვლელობა შეკვეთილი იყო საქართველოდან. ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოხდა. ჩემი ძმის მკვლელობა თუ უშუალოდ მეგის ქარდავამ შეუკვეთა, ეს არ ვიცი, ახლა შევიტყვე ტელევიიზიდან. მე არ ვიცნობ მეგის ქარდავას. ალბათ გამოძიება იტყვის თავის სათქმელს. მთლიანად ვენდობი გამოძიებას“, – განაცხადა ბეჟან დუმბაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალ რომან დუმბაძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის შეკვეთის ფაქტზე შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, მეგის ქარდავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მეგის ქარდავამ შუამავლის მეშვეობით მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა.

სუს-ის ინფორმაციითვე, ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში დააკავეს და იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გამოძიებით დადგენილია, რომ მეგის ქარდავა შუამავლის მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 2012 წლის 21 მაისს, ქალაქ მოსკოვში ოთხკაციანმა ჯგუფმა აღნიშნული მკვლელობა

dumbadzeგარკვეული თანხის სანაცვლოდ განახორციელა. ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში დააკავეს და იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 2 აპრილს, რუსეთის სასამართლოს წინაშე გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა გოჩა კვირიკაშვილმა სასამართლოს წინაშე მკვლელობა საჯაროდ აღიარა.

რაც შეეხება გენერალ რომან დუმბაძის მეუღლეს, ცისანა აბაშიძეს, იგი საქართველოში ამ დროისთვის არ იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ცისანა აბაშიძემ „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მეუღლის შეწყალების შესახებ ინფორმაცია „კვირასგან“ შეიტყო, მას შემდეგ, რაც „კვირამ“ 2014 წლის 17 იანვარს გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა.

maxresdefaultრუსმა გენერალმა „კვირას“ ექსკლუზიურად განუცხადა, რომ გენერლის მკვლელობის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების უკანონო ბრძანებების შეუსრულებლობა გახდა და რომ დუმბაძე მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

„მას შემდეგ, რაც „კვირამ“ ვიაჩესლავ ბორისოვის ინტერვიუ გამოაქვეყნა, მხოლოდ ამის შემდეგ გავიგე, რომ თურმე ჩემი მეუღლე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეუწყალებია. თუმცა, არც მე, არც რომანს და არც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს მიხეილ სააკაშვილისთვის შეწყალებისთვის არ მიგვიმართავს, ან როგორ მივმართავდით, ჩემი მეუღლე ექსპრეზიდენტის პირადი პატიმარი იყო. ბორისოვის ინტერვიუს შემდეგ, რომელიც თქვენმა პორტალმა გამოაქვეყნა, სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით მივმართე, მაინტერესებდა, რის საფუძველზე დატოვა ციხე ჩემმა მეუღლემ. სწორედ მაშინ გავიგე, რომ ჩემი მეუღლე ყოფილ პრეზიდენტს შეუწყალებია. როგორ შეიწყალა, ჩვენ არცერთს არ მიგვმართავს – არც მე, არც ოჯახის რომელიმე წევრს? ამიხსენით, მაშინ როგორ შეიწყალა სააკაშვილმა? რატომ, რის საფუძველზე გადასცეს რუსებს ჩემი მეუღლე?.. ციხეში უამრავი პატიმარი ითხოვს შეწყალებას, ჩვენ ეს არ მოგვითხოვია… ჩემი მეუღლე ექსპრეზიდენტის პირადი პატიმარი იყო… ეს მთელმა საქართველომ იცის“, – აღნიშნა ცისანა დუმბაძემ.

ცნობისათვის: ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, გენერალი რომან დუმბაძე მოსკოვში 2012 წლის 21 მაისს საკუთარ სახლთან ახლოს, მოტოციკლეტიდან დაცხრილეს.

download2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რომან დუმბაძემ უარი განაცხადა, დამორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას და ასლან აბაშიძის გვერდით დადგა. რომან დუმბაძე 2004 წელს საქართველოს უშიშროების სამსახურმა თავდაპირველად სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავა, მოგვიანებით კი სასამართლომ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით 17- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე დღეში, აგვისტოშივე, გენერალი რომან დუმბაძე ქართულმა მხარემ რუს სამხედროებს 12 ქართველ ტყვე ჯარისკაცში გაუცვალა.

2008 წლის 27 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა რომან დუმბაძე შეიწყალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები