ლიბანში, პალესტინელი დევნილების ბანაკთან, აფეთქება გაისმა
ძლიერი აფეთქება გაისმა დღეს ლიბანში. შემთხვევა პალესტინელების ბანაკის მახლობლად მოხდა. ამის შესახებ ტელეარხის „ალ-მაიადინის“ საშუალებით გახდა ცნობილი. არსებული მონაცემებით, აფეთქების შედეგად ავტომობილი ჰაერში აიტყორცნა, არიან დაშავებულებიც.