ვლადიმირ გროისმანი უკრაინის მთავრობის ახალ შემადგენლობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვლადიმერ გროისმანი მთავრობის ახალ შემადგენლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე საპარლამენტო ფრაქციებთან პრაქტიკულად ყველა პოზიცია იყო შეთანხმებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გროისმანის პრესმდივნის, დიმიტრი სტოლარჩუკის ცნობით, მან მომავალ მთავრობაში „რეფორმატორების ბირთვის შენარჩუნება შეძლო“. 10 აპრილს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები